loading

სენდვიჩ პანელის უპირატესობები

Noua Pietre

სენდვიჩ პანელი წარმოადგენს ტექნოლოგიურ მიღწევას სამშენებლო სფეროში. ექსპლუატაციის ხანგრძლივობით ის არ ჩამოუვარდება ტრადიციულ სამშენებლო მასალებს, თუმცა არის გაცილებით მსუბუქი და იაფი.

ეკონომიურობა– ტრადიციულ სამშენებლო მასალებთან შედარებით, სენდვიჩ პანელების ღირებულება არის უფრო დაბალი. მათ აქვთ უკვე დამუშავებული ზედაპირი, რომელიც არ საჭიროებს ფასადზე დამატებით სარემონტო სამუშაოებს, რაც ასევე ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.

კონსტრუქციის სიმსუბუქე– პროდუქციის სიმსუბუქე განაპირობებს საძირკველის აგების დანახარჯების შემცირებას. მათი მონტაჟი არ საჭიროებს მძიმე ამწე მოწყობილობების გამოყენებას.

ცეცხლგამძლეობა– პოლიურეთანის ქაფი, რომელიც გამოიყენება სენდვიჩ პანელის შიდა ფენაში, მისი ქიმიური დანამატების წყალობით აფერხებს ხანძრის გაჩენას და გავრცელებას.

თბოიზოლაცია და ბგერათიზოლაცია– გარე ლითონის ფენა ხასიათდება ფასადის ფერის შენარჩუნების ხანგრძლივობით, იგი ამცირებს დასხივების ინტენსივობას და ხელს უწყობს შენობაში სათანადო ტემპერატურის შენარჩნებას. სენდვიჩ პანელები ასევე ხასიათდებიან ბგერათიზოლაციის მაღალი კოეფიციენტით.

გამძლეობა– პროდუქცია გამოირჩევა ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადით, იგი 25 წლის განმავლობაში ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომარეობას.

მობილურობა– სენდვიჩ პანელი არის ერთადერთი მასალა, რომლის მეშვეობით აგებული შენობის დემონტაჟი, გადატანა და ხელახალი მონტაჟი არის შესაძლებელი.

სენდვიჩ პანელის უპირატესობები

სენდვიჩ პანელი წარმოადგენს ტექნოლოგიურ მიღწევას სამშენებლო სფეროშ

რა არის სენდვიჩ-პანელი

სენდვიჩ პანელი არის მოთუთიებულ ლითონის ფურცლებს შორის პოლიურეთანის

დატოვეთ კომენტარი